Skip to content
  • ილიაუნი
  • ელ-ფოსტაში შესვლა
  • არგუსში შესვლა
  • English
  • ძებნა
  • ღამის თემა
  • დღის თემა
BTE Logo
  • ფაკულტეტი
  • სწავლა
  • ინოვაციური სივრცე
  • კვლევა
  • ფაკულტეტი
  • სწავლა
  • ინოვაციური სივრცე
  • კვლევა
  • მენიუ
  • მენიუ
მთავარი
აღწერა
ამ სექციაში თქვენ ნახავთ:
  • ფაკულტეტი
    • აღწერა
    • ფაქტები
    • გერბი
  • მართვა
    • დეკანის პროფილი
    • ადმინისტრაცია
    • სტრუქტურა
    • ფაკულტეტის საბჭო
  • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
  • კვლევა
  • ცენტრები
  • სადოქტორო შრომები
  • პროექტები
  • სოციალური მედია
  • ადგილმდებარეობა და მარშრუტები

აღწერა

  • 18 მარტი, 2024
  • 1:55 pm

ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი 2019 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფაკულტეტის მიზანია სამი მიმართულების – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების – სინერგიით იმგვარი საუნივერსიტეტო პროგრამები შეიმუშაოს, რომელთა გამოყენებითი პოტენციალი ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის საფუძვლების შექმნას.

ფაკულტეტი 3 სკოლისგან შედგება:

  • ბიზნესის სკოლა
  • ტექნოლოგიის სკოლა
  • განათლების სკოლა

ფაკულტეტი ერთ სტრუქტურაში ასახავს, ერთი მხრივ, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მჭიდრო კავშირს, რაც დღევანდელ მსოფლიოში ტრენდია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში; ხოლო, მეორე მხრივ, ტექნოლოგიებისა და განათლების კავშირს, რაც ახალი რესურსია განათლების პროგრამებისთვის, რომლებიც ილიაუნისთვის ყოველთვის იყო იდენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორი (მისი შექმნის ისტორიიდან გამომდინარე).

ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი პროგრამების არსებული კომპოზიციით, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსებით, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორებით იძლევა შესაძლებლობას, მოამზადოს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ საჭირო უნარები და შესაბამისი ტექნოლოგიების ცოდნა, რათა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს სწრაფად ცვალებად გარემოში და იყვნენ მოთხოვნადი შრომით ბაზარზე;
  • საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიასთან მუშაობის გამოცდილება, შესწავლილი ექნებათ ბიზნესისა და განათლების მიმათულებები და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი იქნებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე;
  • განათლების სფეროს წარმატებული სპეციალისტები და მკვლევრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე, საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნების შესაბამისი ინოვაციური და მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის შექმნასა და გავრცელებას; ასევე განათლების კვლევებსა და აკადემიურ პროგრამებში ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებით ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებებთან სინქრონიზაციას და სხვა დარგებთან კავშირების გაძლიერებას.

თანამედროვე უნივერსიტეტები ცოდნის გარდა პრაქტიკულ გამოცდილებასაც სთავაზობენ სტუდენტებს. ამის გარდა, ბევრი თანამედროვე სერვისი თუ ტექნოლოგია უშუალოდ უნივერსიტეტებში შეიქმნა. ფაკულტეტზე არსებული ლაბორატორიები  სამივე მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.

ერთ ფაკულტეტის ქოლგის ქვეშ ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში სწავლის პროცესშივე განახორციელონ ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროექტები, დაიწყონ სტარტაპები ან შეიძინონ ისეთი მრავალფეროვანი ცოდნა და უნარები, რომ გახდნენ წარმატებული ფრილანსერები.

ფაკულტეტზე მიღება იწარმოებს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი
  • ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab
  • ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout
  • ილიაუნის კიბერლაბორატორია Unilab
  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO
  • კონსტრუქციების და საშენი მასალების ლაბორატორია
  • გეოტექნიკური (გრუნტების მექანიკის) ლაბორატორია; ჰიდრავლიკის (წყლის) ლაბორატორია;
  • ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები; კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორია;
ძირითადი ბმულები
  • სამართლებრივი აქტები
  • სასარგებლო ბმულები
  • ვაკანსიები
დამატებითი ინფორმაცია
  • ბიბლიოთეკა
  • საიტის რუკა
  • კოვიდ 19
  • კონტაქტი
დამატებითი ინფორმაცია
  • ბიბლიოთეკა
  • საიტის რუკა
  • კოვიდ 19
  • კონტაქტი
სოც. ქსელები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ქუქი-ფაილების წესები

განახლების თარიღი: 2026-07-28

© 2026 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ძებნა

Search
ძებნის დაწყება

მენიუ

  • ფაკულტეტი
  • სწავლა
  • ინოვაციური სივრცე
  • კვლევა
  • ილიაუნი
  • ელ-ფოსტაში შესვლა
  • არგუსში შესვლა

ძებნა

Search
ძებნის დაწყება